დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის N2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016617 |
|
„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის №2-621 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 30 ივლისის №2-621 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/08/2018, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016535) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის დებულების“:
1. მე-2 მუხლის: ა) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1-ტ6“ ქვეპუნქტები: „ტ1) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; ტ2) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული მწარმოებლების ელექტრონული რეესტრის წარმოება; ტ3) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაციის განხორციელების უზრუნველყოფა; ტ4) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) განხორციელების ანგარიშების მომზადება; ტ5) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების კოორდინირება; ტ6) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტების და კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) სამმართველო“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;“. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთნ (მგვ) დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაცია; გ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაცია (შემოსული განაცხადების განხილვა, შეფასება, შენიშვნების და წინადადებების მომზადება, დასკვნების და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება); დ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციებიდან მიღებული წინა კალენდარულ წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების განხილვა, შესაბამისი კომენტარების მომზადება; ე) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მომავალი კალენდარული წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და შეთანხმება; ვ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული, სამინისტროს წლიური ანგარიშის მომზადება (სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მიხედვით); ზ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების კოორდინირება; თ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტების შემუშავება და განხორციელება; ი) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა; კ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა და მწარმოებლების ინფორმირება; ლ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) რეესტრის წარმოება; მ) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციისა და მისგან წარმოქმნილი ნარჩენების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის წარმოება და მართვა (ნარჩენების ნაკადების მიხედვით); ნ) ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა; ო) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები