დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52-7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016686 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016454) და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ (დანართი №1) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულია საორგანიზაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებს გამგეობის ტექნიკურ, საკადრო, ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას.“; ბ) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების დებულების“ (დანართი №2): ბ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საორგანიზაციო განყოფილება არის გამგეობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გამგეობის ტექნიკურ, საკადრო, ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას.“; ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ამოცანებია გამგეობის საქმიანობის ტექნიკური, საკადრო, ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა.“; „ბ.გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები