აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016297
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
23/01/2020
ვებგვერდი, 27/01/2020
010240010.32.061.016297
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2020 - 21/06/2022)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2020 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, მე-12 მუხლის „დ“ პუნქტის, მე-15 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;

გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორიული ორგანო.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყოს:

ა) წარმომადგენლობების ბალანსზე რიცხული ქონების და მიმდინარე ვალდებულებების აღრიცხვა და სამინისტროსთვის გადაცემა;

ბ) სამსახურებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და სამინისტროსათვის გადაცემა ან/და მათი დაარქივება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე