„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016300
1
23/01/2020
ვებგვერდი, 27/01/2020
010340000.32.061.016300
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №1

2020 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,  06/08/2019 სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „სახელმწიფო სტრატეგიის – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ შესახებ დევნილთა ინფორმირებასა და ჩართულობას;

ბ) ახორციელებს სახელმწიფო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირებულობასა და კონსულტირებას;

გ) ახორციელებს დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობასა (კონსულტირება/ინფორმირებულობა) და ფინანსურ მხარდაჭერას, თანამშრომლობს შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ (მყოფი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა ინტერესების ხელშეწყობას;

ე) უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (მათ შორის, დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემას;

ვ) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურებასა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენას;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

თ) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზებას;

ი) ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა უფასო კონსულტირებასა და სამართლებრივი დახმარების გაწევას;

კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიზნით, ქმნის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის (წვევამდელები, რეზერვისტები, სოციალურად დაუცველი პირები/ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დედ-მამით ობოლი არასრულწლოვნები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლის მონაწილეები, მრავალშვილიანი ოჯახები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის მონაწილეები/ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები და სხვა) შესახებ მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზას და ამ მიზნით (პერსონალურ მონაცემთა მიღება/გაცვლა) თანამშრომლობს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან“,  სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან“ და სხვა შესაბამის დაწესებულებებთან;

ლ) დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ ანალიზისა და  მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით (მათ შორის, მცირე და გადაუდებელი და სარემონტო აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) ქმნის დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების (ჩასახელების ობიექტები) ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზას;

მ) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  –  დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახისა და სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას;

ნ) დევვნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ურთიერთობს არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან;

ო) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ორგანიზებასა და საქმიანობის კანონიერების კონტროლს;

პ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი (შემდგომში-მინისტრი), რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და  სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.’’.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგეობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხას (სახელფასო ფონდი), სამინისტროს შინაგანანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსებს, მათ მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს შორის;

ზ) სამინისტროს სისტემაში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;

თ) ანაწილებს მოვალეობებს მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, ასევე, სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სხვა თანამდებობის პირებს შორის;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს;

კ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, დებს ადმინისტრაციულ, შრომით და სხვა სახის ხელშეკრულებებს;

მ) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება;’’.

6. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის    ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;

გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანო.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგონოს ტიპიური დებულებით, რომელსაც მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს მინისტრი.’’.

7. დებულების მე-5 მუხლის „1.1.“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ’’ ქვეპუნქტი:

„ნ) სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე დისციპლინური წარმოება, დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა.’’.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „1.2.“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, მონაცემთა ბაზის წარმოება, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია. შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, მათ შორის, სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის (სამუშაო ადგილის დატოვების) დროის აღრიცხვა და ანალიზი, შესაბამისი ტაბელის წარმოება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზება, შეფასების პროცესის კონსულტირება, მოხელეთათვის ტექნიკური და სამართლებრივი სახის დახმარების გაწევა;

ე) სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (ehrms) წარმოება, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ბრძანება)  დაუყოვნებლივი ასახვა;

ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.’’.

9. დებულების მე-5 მუხლის „1.3.“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო -ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: 

ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების მოთხოვნების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური გაწერა;

გ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ტერიტორიული ორგანოებთან ერთად, საშტატო ნუსხის (სახელფასო ფონდი) პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი პროცედურების შესრულება;

ვ) სამინისტროს სისტემის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ფინანსური სახსრების მართვა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა/ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;

თ) სამინისტროს სისტემის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში  დადგენილ ვადებში წარდგენა;

ი) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;

ნ) სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;

ო) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.’’.

10. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს’’ მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირებულობა და კონსულტირება;

დ) დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა (კონსულტირება/ ინფორმირებულობა), მათი ფინანსური მხარდაჭერა და შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა;“.

11. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი, არსებობის შემთხვევაში ხარვეზებზე მითითება;

მ) ტერიტორიულ ორგანოებთან ერთობლივი მუშაობით მოპოვებული დევნილთა პრობლემების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი უწყებებისათვის მიწოდება.“.

12.  დებულების მე-5 მუხლის მე-2 მუხლის „2.1.“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „2.3.“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:

ა) დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტერიტორიულ ორგანოებზე დაკისრებული უფლებამოსილებების/ფუნქციების განხორციელებისა და  ტერიტორიულ ორგანოებში შექმნილი კომისიების საქმიანობის ხელშეწყობა/ორგანიზება;       

 ბ) ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით დევნილ მოსახლეობასთან (მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიცირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;

გ) ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საფუძველზე სამინისტროში დაწყებული წარმოების პროცესში მონაწილეობა;

დ) დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტული პროგრამების/პროექტების ინიცირება, შემოსული კორესპონდენციისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და დასმული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა, ასევე, შესაბამის უწყებაში დევნილთათვის შუამდგომლობის გაწევა;

 ე) დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე (ჩასახლების ობიექტები) საყოფაცხოვრებო პირობების  შესწავლა და დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დამუშავების/განახლების ხელშეწყობა;

ვ) დევნილ მოქალაქეთა (მათ შორის, სოციალურად დაუცველ კატეგორიის მქონე პირები/ოჯახები) შესახებ ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის, მისი პერიოდული განახლების  ხელშეწყობა;

ზ) საქართველოში მოქმედ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობა;

თ) საზღვარგარეთ დასასვენებლად (ბანაკში) დევნილ ბავშვთა გამგზავრების ორგანიზება.“.

14. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული პოტენციური რისკებისა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;

დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული  გეგმების შემუშავება;

ვ) სამინისტროს სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.’’.

15. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების (შიდა სტრუქტურული ერთეულების)  ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსები, მათი მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების (შიდა სტრუქტურული ერთეულების)  ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს/ მინისტრის მოადგილეს, ტერიტორიული ორგანოს უფროსს/მოადგილეს.

3. სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს/ტერიტორიული ორგანოს უფროსს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას/ტერიტორიული ორგანოს უფროსს წინადადებებს სამინისტროს/ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე