დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016754 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016299) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „61. კიბერუსაფრთხოების ბიუროში შესაძლოა დასაქმებულნი იყვნენ როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები.“. 2. დებულების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ბიუროს თანამშრომლებს (გარდა სამხედრო პერსონალისა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, ხოლო ბიუროს სამხედრო პერსონალს, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 3. დებულების მე-13 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „10. თუ ბიუროს მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურე, მასზე დამატებით ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობით მოქმედი უფლება-მოვალეობები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 30 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები