,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016431
12/04
23/01/2020
ვებგვერდი, 24/01/2020
220090000.18.011.016431
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №12/04

2020 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სსმ, 105, 22/10/2002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

„მუხლი 19. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გარდაქმნა

1. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ – საკრედიტო კავშირმა, გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასადეპოზიტო-არასაკრედიტო საქმიანობის საზოგადოებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ – საკრედიტო კავშირმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, საკრედიტო კავშირის საერთო კრების გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საკრედიტო კავშირის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს ლიკვიდატორის საბოლოო ანგარიში. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საკრედიტო კავშირის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა საკრედიტო კავშირის საერთო კრების გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ საკრედიტო კავშირის საერთო კრების გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გარდაქმნისას, საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და მისი გარდაქმნის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება რეგისტრაციის მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე