დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში №17 ქუჩისათვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის N79 განკარგულებაში შეცდომის გასწორების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.166.016006 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულ თავმჯდომარის
განკარგულება №1 2020 წლის 20 იანვარი ქ. გურჯაანი |
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში №17 ქუჩისათვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №79 განკარგულებაში შეცდომის გასწორების თაობაზე
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის საფუძველზე:
1. შესწორებულ იქნეს ტექნიკური შეცდომა ..გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში №17 ქუჩისათვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №79 განკარგულებაში და განკარგულების პირველ პუნქტში ქუჩის ნუმერაცია ნაცვლად 17-ისა შეიცვალოს 27-ით. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გარჯაანში №27 ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.“. 2. აღნიშნულის შესახებ ეცნობოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24). გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულ თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები