„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 200230110.10.003.021756
48
22/01/2020
ვებგვერდი, 24/01/2020
200230110.10.003.021756
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2020 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 39. გადაწყვეტილების გაგზავნა და ჩაბარება

1. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება ეგზავნება მხარეებს. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია გადაწყვეტილების გაგზავნა მესამე პირისათვის, საგადასახადო საიდუმლოების დაცვით.

2. მომჩივანს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეგზავნება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გადაწყვეტილების მატერიალური ფორმით გაგზავნისას, მომჩივანს ეგზავნება დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, ხოლო გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნისას, მომჩივანს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელება  შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი განთავსებით. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დავის განმხილველი ორგანო.

5. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის გაგზავნის/წარდგენის ფორმის შესაბამისი გარემოების/მომენტის დადგომიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია