„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016460
2
22/01/2020
ვებგვერდი, 23/01/2020
010250050.35.167.016460
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 22 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში.(www.matsne.gov.ge, 10/12/2019, 010250050.35.167.016453).
მუხლი 2
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“.

2.დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინჭების წესი  დანართის შესაბამისად.“

3. დადგენილებით  დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი“.

4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგისტრაციის ადგილის შესახებ.“.

5.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჯილდო გაიცემა მხოლოდ 2020 წლის 1 იანვრიდან მიღწეული წარმატებებისათვის იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

6.  დადგენილებით დამტკიცებულ დანართს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

მუხლი 6

ჯილდოს გაცემის დაფინანსება მოხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის „წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების“  პროგრამიდან.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია