დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 22/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.57.069.016156 |
|
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. მომართვა (გარდა დაზუსტებული მომართვისა), რომელიც სააგენტოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მომართვა საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ან სტუმრებს (თუ ისინი სისტემაში სტუმრის სტატუსით შესვლის შემდეგ, დამატებით გაივლიან ავტორიზაციას Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით) აქვთ შესაძლებლობა, მომართვის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, წარადგინონ მოსაზრება შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე.“. 2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას მომართვის დასაზუსტებლად განესაზღვრება ერთი სამუშაო დღე, რა პერიოდშიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება ჩერდება. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს მომართვას, მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი „განუხილველი“, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დააზუსტებს მომართვას, იგი მას ანიჭებს სტატუსს „დაზუსტებულია“. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დაზუსტებული მომართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. მომართვა განუხილველი დარჩება აგრეთვე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არასრულყოფილად დააზუსტებს მას, რა დროსაც მომართვას მიენიჭება სტატუსი „განუხილველი“. სააგენტო ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დაზუსტებული მომართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“. 3. 71 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ცვლილება, რომლის შედეგად იზრდება ხელშეკრულების შესრულების ვადა ან/და ემატება შესყიდვის ობიექტი (კლასიფიკატორი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები