შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 189/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016597
189/1
22/07/2019
ვებგვერდი, 28/01/2020
480140000.03.030.016597
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
პროექტი

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა

და
  ნეპალის მთავრობას

  შორის

დიპლომატიური და ოფიციალური/ სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა

ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ


საქართველოს მთავრობა და ნეპალის მთავრობა, შემდგომში  „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

მხედველობაში იღებენ რა ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა,

სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი  სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180) დღიან პერიოდში.

მუხლი 2

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის მოეთხოვებათ ვიზა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 მუხლი 3

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით.

მუხლი 4

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

 მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს, რომლებსაც იგი მიიჩნევს არასასურველად.

  მუხლი 6

1.ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

 მუხლი 7

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 მუხლი 8

იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ ხელშეკრულებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.

მუხლი 9

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია____________________, _______ წლის _________, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

  საქართველოს მთავრობის სახელით ნეპალის მთავრობის სახელით