დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016493 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №63 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260020.35.158.016388) დამტკიცებულ დანართი 1-ის მე-5 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ეკონომიკის განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება ეკონომიკის განვითარებისა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო წინადადებების შესადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; ე) ტურიზმის დარგის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას; ვ) ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის საკითხებზე, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას; ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების ელენერგიის, წყლის, კანალიზაციისა და ბუნებრივი აირის არსებულ გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების მიზნით, სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაციას, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და განაცხადების წარდგენას; თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალსაქაჩი ტუმბოების (მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში) შესყიდვისთვის ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებას, მწყობრიდან გამოსული ტუმბოების დემონტაჟისა და ახალი ტუმბოების სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობას; ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისთვის ინვენტარის შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობას მიღებას, კერძოდ, ბაზრის კვლევაში მონაწილეობას, შესყიდული ინვენტარის მიღება-ჩაბარების პროცესის კოორდინაციას; კ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების და დაწესებულებების (გარე განათების, წყალსაქაჩი ტუმბოების, სკვერების/შადრევნების და ა.შ.) კომუნალური ხარჯების დაფინანსებისთვის, შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას; ლ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი დაფინანსების მოთხოვნის წერილების საფუძველზე, მოხსენებითი ბარათებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები