დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017871 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილება საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით 1. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, თანხმობას/უარს საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ გასცემს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რესურსცენტრის თანხმობისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, საჯარო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.“; ბ) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, თანხმობას/უარს კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ გასცემს რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს კერძო სკოლა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რესურსცენტრის თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები