დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.166.016466 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260030.35.166.016361) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის შედეგად მოსამზადებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და სამუშაოებზე კონტროლს, ზედამხედველობის განხორციელებას მომსახურებისა თუ სამუშაოს შესრულებაზე, შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, თუ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და საამისოდ უფლებამოსილი სხვა იურიდიული პირი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და საამისოდ უფლებამოსილი სხვა იურიდიული პირი, კონტროლს უწევს ამ პირის მიერ გაწეული მომსახურების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობას. 2. მე-4 მუხლს დაემატოს მეათე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის შედეგად მოსამზადებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და სამუშაოების შესრულებაზე კონტროლს, ზედამხედველობის განხორციელებას მომსახურებისა თუ სამუშაოს შესრულებაზე, შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, თუ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და საამისოდ უფლებამოსილი სხვა იურიდიული პირი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და საამისოდ უფლებამოსილი სხვა იურიდიული პირი, კონტროლს უწევს ამ პირის მიერ გაწეული მომსახურების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები