„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 09/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017867
09/ნ
21/01/2020
ვებგვერდი, 22/01/2020
040030000.22.022.017867
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №09/ნ

2020 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017764) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით  დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილია მოახდინოს უფროსის მოადგილეებსა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება;“;

ბ) მე-4 –  მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.

5. უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. უფროსის მოადგილეებს შვებულებასა და მივლინებაში უშვებს უფროსი.

7. უფროსის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნის დროს უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, რაზეც უფროსის მიერ გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე