,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,იკაპიტალი"-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს N1201 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/01/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2020
სარეგისტრაციო კოდი
33
17/01/2020
ვებგვერდი, 22/01/2020
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,იკაპიტალი"-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს N1201 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №33

2020 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „იკაპიტალის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს №1201 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ პირველი მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „იკაპიტალის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს №1201 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „იკაპიტალის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);“.

2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „იკაპიტალის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს №1201 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი;

3. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადასახადო სისტემის მონაწილეს;

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

პაპუნა ლეჟავა.