დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/2172-19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 18/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან 2019 წლის 18 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
კრების თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: პაატა ბობოხიძე |
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, მუხლებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დაადგინა:
1. შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2020 წლის 22 იანვარს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; 2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3). 3. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ-გვერდზე www.tcc.gov.ge ; 4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სხდომის თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე სხდომის მდივანი: პაატა ბობოხიძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები