„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-9/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 470010000.22.035.016714
01-9/ნ
27/01/2020
ვებგვერდი, 28/01/2020
470010000.22.035.016714
„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-9/ნ

2020 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110816001, 16/08/2011, 470010000.22.035.016088) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“:
1. 71 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძალადობაზე ეჭვის მიტანის ან თვითიდენტიფიცირების (თავად მიუთითებს/აღიარებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე) შემთხვევაში უნდა მოინიშნოს  დოკუმენტირების ფორმის (№6​1 დანართის (ფორმა №IV-200-5/ბ)) მე-2 პუნქტის შესაბამისი ველები.

3. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის დოკუმენტირებისას ძალადობის ნიშნების შემოწმება-გასინჯვა ხორციელდება პაციენტის თანხმობით (№6​1 დანართის (ფორმა №IV-200-5/ბ) მე-4 პუნქტი)  ჯერ სხეულის ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების, ხოლო შემდეგ დაფარული ნაწილების გულმოდგინედ დათვალიერებით (იმის შესაბამისად, თუ რის დათვალიერების უფლებას მოგცემთ პაციენტი). აღმოჩენილი დაზიანების შემთხვევაში ისინი დატანილი უნდა იქნეს სხეულის რუკაზე (№6​1 დანართის (ფორმა №IV-200-5/ბ) მე-4 პუნქტი), მოინიშნოს შესაბამისი ველები და საჭიროების შემთხვევაში დამატებით აღიწეროს.“;

გ) მე-5  და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სექსუალური ძალადობის მსხვერპლისათვის სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად, ასევე, ივსება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) სექსუალური ძალადობის დიაგნოზის კოდისა (ICD2 კოდის T74.2) და დოკუმენტირების ფორმით (№6​1 დანართის (ფორმა №IV-200-5/ბ) პუნქტი 6) გათვალისწინებული შესაბამისი  ეტაპის ღონისძიებ(ებ)ის მითითებით.

6. პაციენტის რეფერირების განსახორციელებლად დოკუმენტირების ფორმაში უნდა მიეთითოს (მოინიშნოს) შესაბამისი ღონისძიება (№6​1 დანართის (ფორმა №IV-200-5/ბ)  მე-7 და მე-8 პუნქტების   მიხედვით).“.

2. №61 დანართი „გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ -  ფორმა №IV-200-5/ბ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე