„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.021746
38
17/01/2020
ვებგვერდი, 20/01/2020
340020000.10.003.021746
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2020 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2018, 340020000.10.003.020652) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. სათესლე ნაკვეთის მდგომარეობა და მცენარეთა განვითარების ფაზები საშუალებას უნდა იძლეოდეს, სათანადოდ ჩატარდეს საველე ინსპექტირება.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 და 12 პუნქტები:

„11. ბაზარზე განთავსებული თესლი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ნიმუშის აღებით უნდა იქნეს შემოწმებული, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

12. საკონტროლო გამოცდისას, საჭიროების შემთხვევაში – ლაბორატორიაში, უნდა შემოწმდეს  თესლის პარტიებიდან აღებული თესლის ნიმუში ჯიშობრივ იდენტურობასა და ჯიშობრივ სიწმინდეზე.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი კულტურების თესლის შემოწმებისა და  საკონტროლო გამოცდისთვის ნიმუშები აღებული უნდა იყოს თესლის ერთგვაროვანი პარტიებიდან. თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია