დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016389 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №24 დადგენილებაში (სსმ, matsne.gov.ge, 26/12/2019, ს/კ: 190020020.35.152.016384) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი |
თავი I
დუშეთის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ძირითადი
მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 15, 109.3 ათასი ლარით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 8,529.5 ათასი ლარით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 5, 923.8 ათასი ლარით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 656,0 ათასი ლარით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 8,195.0 ათასი ლარით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 10, 472.9 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 10, 472.9 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 0,0 ათასი ლარით:
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-3, 558.6) ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 6,914.3 ათასი ლარით:
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -3,618.5 ათასი ლარით:
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -59,9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.
|
თავი II
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება
|
პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 10,279.7 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 587,8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,429.8 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
|
„კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,212.7 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,184.9 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 18.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 21.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2020 წლის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 22.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი, 110,0 ათასი ლარი, მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 51,9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,5 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 23.
სარეზერვო ფონდი
|
2012 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 80,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები