დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/2-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 13/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
|
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსის“ 2019 წლის 31 დეკემბრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405247852, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012049) რეგისტრაცია. 2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს შპს „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსის“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში). 4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დ. ონოფრიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები