„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/01/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016173
16
15/01/2020
ვებგვერდი, 22/01/2020
310010010.54.066.016173
„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №16

2020 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდო­მარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებულ საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოში“ (სსმ III, 2003 წ., №147, მუხ. 1204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„7. შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურება (Heli Skiing).

შენიშვნა: „შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მინიჭების სახელმძღვანელო მასალა“ და „შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მინიჭების განცხადება/ფორმა“ მოცემულია, შესაბამისად, ამ „სახელმძღვანელოს“ მე-12 და მე-13 დანართებში“.

2. „სახელმძღვანელოს“ დაემატოს მე-12 და მე-13 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



 დანართი 12
შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მინიჭების სახელმძღვანელო მასალა

1. შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მისაღებად ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შევსებული „შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მინიჭების განცხადება/ფორმა“ და თანდართული დოკუმენტაცია.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ ვითარებაში მოქმედების პროცედურები;

ბ) განსაზღვროს შვეულმფრენის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები;

გ) დაადგინოს თოვლზე მოსრიალე პირის საშუალო წონა ან წონის დადგენის მეთოდი;

დ) დაადგინოს საჭირო აღჭურვილობა;

ე) დაადგინოს ყველა სახის შეზღუდვა;

ვ) დაადგინოს სხ-ის მეთაურის/ეკიპაჟის წევრების და მიწისზედა მომსახურე პერსონალის ვალდებულებები;

ზ) დაადგინოს თოვლზე მოსრიალე პირის უსაფრთხოების პროცედურები (ჩასხდომა-გადმოსხდომის და შვეულმფრენში ყოფნის დროს);

თ) დაადგინოს საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროგრამა;

ი) გაანალიზოს მოსალოდნელი საექსპლუატაციო რისკები;

კ) შეიმუშაოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებსა და მიწისზედა მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთქმედების, უსაფრთხოების ზომების და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები;

ლ) დაადგინოს და აღწეროს სამუშაო მოედნების განლაგება და მათი თავისებურებები;

მ) დაადგინოს საფრენოსნო ეკიპაჟის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ დანართის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

3. სხ-ის მეთაურს, რომელიც ახორციელებს შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურებას:

ა) უნდა ჰქონდეს მოქმედი პილოტის მოწმობა და სულ მცირე, 500 საათი ნაფრენი მეთაურის რანგში, მათ შორის, არანაკლებ 50 საათი შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდზე;

ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს სწავლება შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;

გ) ფლობდეს ავიასპეციალისტის მოწმობაში შესაბამისი სამუშაოების ოსტატობის აღნიშვნას (საექსპლუატაციო სიმაღლეებზე მუშაობისთვის დაშვება და ა.შ);

დ) ჰქონდეს საფრენოსნო წიგნში ინსტრუქტორის ჩანაწერი, რომ მან გაიარა შესაბამისი საფრენოსნო მომზადება;

ე) შესრულებული ჰქონდეს ამ სახის სამუშაოებზე, სულ მცირე 10 ფრენა ბოლო 12 თვის განმავლობაში.

4. საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროცედურები აღწერილი უნდა იყოს ტექმომსახურების პროგრამაში.

5. შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურება ხორციელდება მხოლოდ დღისით, ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში და საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დაცვით.

6. შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების სტანდარტული საექსპლუატაციო პროცედურები მოიცავს:

ა) წინასაფრენოსნო მომზადების პროცედურებს, ფრენების დაგეგმარებას, რისკების შეფასებას და ბრიფინგის პროცედურებს;

ბ) თოვლზე მოსრიალე პირის შვეულმფრენში ჩასხდომა/გადმოსხდომის პროცედურებს;

გ) სამუშაო მოედნების არჩევასა და მომზადებას;

დ) არასტანდარტულ და ავარიულ სიტუაციაში მოქმედების პროცედურებს;

ე) კომუნიკაციის პროცედურებს.

 

 

დანართი 13

 

შვეულმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მინიჭების განცხადება/ფორმა

APPLICATION FOR THE APPROVAL OF HELI-SKIING APPROVAL FORM

A. ინფორმაცია განმცხადებელზე/APPLICATION INFORMATION

1. ექსპლუატანტი

 NAME OF THE OPERATOR

2. მისამართი

PERMANENT ADDRESS

3. AOC ნომერი

 AOC number

 4. ტელეფონი

 TELEPHONE

 

B. ხელმძღვანელი პირების საკონტაქტო მონაცემები/MANAGEMENT CONTACTS

1. საფრენოსნო სამსახურის მენეჯერი

FLIGHT OPERATION MANAGER NAME

 

TEL:

E-MAIL:

2. სწავლების მენეჯერი

FLIGHT TRAINING MANAGER NAME

 

TEL:

E-MAIL:

3. ტექნიკური სამსახური

MAINTENANCE MANAGER NAME

 

TEL:

E-MAIL:

C. საჰაერო ხომალდის მონაცემები/AIRCRAFT TO BE OPERATED

a. ტიპი/Type

 

b. სერიული ნომერი/Manufacturer Serial №

 

c. რეგისტრაციის ნომერი

 Aircraft Registration mark (s)

 

 

 

 მომსახურებისათვის საჭირო აღჭურვილობა/

HELI-SKIING OPERATION EQUIPMENT FITTED

 

 მწარმოებელი/Made:                მოდელი/Model:

 

 მწარმოებელი/Made:                მოდელი/Model:

 

 მწარმოებელი/Made:                მოდელი/Model:

D. ტექნიკური მომსახურების პროგრამა/MAINTENANCE PROGRAM

 

განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურების პროგრამა.

The applicant should have an established Maintenance Program.

 □ კი/Yes □ არა/No

E. ვარგისობის შენარჩუნება და პროცედურები/MAINTENANCE PRACTICES AND PROCEDURES

 

უნდა მიეთითოს სახელმძღვანელოს შესაბამისი პუნქტები

 

F. საექსპლუატაციო პროცედურები/OPERATING PRACTICES AND PROCEDURES

განმცხადებელმა უნდა დაადგინოს საექსპლუატაციო პროცედურები, რომელიც უნდა მოიცავდეს/The applicant must institute Heli-Skiing operation procedures. These practices and procedures should cover the following subjects:

უნდა მიეთითოს სახელმძღვანელოს შესაბამისი პუნქტები

 

1. ფრენებისათვის დაგეგმარების პროცედურებს (ფაქტობრივი და პროგნოზირებული ამინდი, MEL-ის გამოყენება, საექსპლუატაციო ან აღჭურვილობის შეზღუდვები და ა.შ)/Flight planning procedures for operations conditions (Reported and forecast weather, use of minimum equipment list (MEL), equipment or operating restrictions, etc.)

 

2. წინასაფრენოსნო მომზადების პროცედურები ყოველი ფრენისთვის (ტექნიკური ჟურნალის ჩანაწერების შემოწმება, სხ-ის და შიდა ინსპექტირება)/Pre-flight procedures for each flight (review of technical log, external/internal inspection).

 

3. სტანდარტულ და არასტანდარტულ ვითარებაში ეკიპაჟის ქმედების პროცედურები/Procedures with respect to flight crew response to abnormal situations

 

4. ფრენის შემდგომი პროცედურები (ჩანაწერები ტექნიკურ ჟურნალში დეფექტების შესახებ და ა.შ.)/Post-flight procedures (technical log entries, defects description)

 

G. საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადება და კვალიფიკაცია/FLIGHT CREW TRAINING AND QUALIFICATION

განმცხადებელმა უნდა დაადგინოს მომზადების პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს F.1 - F.4 პუნქტებში მოცემულ საკითხებს და/The applicant is required to establish the training program covering subjects under F.1 to F.4 above and:

უნდა მიეთითოს სახელმძღვანელოს შესაბამისი პუნქტები

 

1. საფრენოსნო ეკიპაჟის საკვალიფიკაციო მოთხოვნები/Flight crew qualification requirements

 

2. პირველადი და განმეორებითი მომზადება/Description of initial and recurrent training

 

 H. სააგენტოში უნდა იყოს წარმოდგენილი/TO BE SUBMITTED TO THE GCAA

 

 

1. საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროგრამა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები/

Flight crew training programs and qualification requirements

□ კი/Yes □ არა/No

2. ფშს და საკონტროლო კითხვარი, რომელიც ეხება თოვლზე მოსრიალე პირის მომსახურების პროცედურებს (OM-A, OM-B, OM-D, OM-C, HFM, FCOM, სახელმძღვანელო და ა.შ.)/

Operation manuals and checklists that include Heli-Skiing operation practices and procedures (OM-A, OMB, OM-D, HFM, FCOM etc.)

□ კი/Yes □ არა/No

3. ტექნიკური მომსახურების პროგრამა/

Maintenance program

□ კი/Yes □ არა/No

4. ტექნიკური მომსახურების პროცედურები/

operation maintenance practices & procedures (MOE, etc.)

□ კი/Yes □არა/ No

5. საფრენოსნო ეკიპაჟის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/

Documented evidence that flight crews are appropriate trained.

□ კი/Yes □ არა/No

6. მოსალოდნელი საექსპლუატაციო რისკების ანალიზი/

Risk analysis

□ კი/Yes □ არა/No

 I. განმცხადებლის დადასტურება/APPLICANTS CERTIFICATION:

ხელმომწერები ადასტურებენ, რომ ყველა დებულებები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ამ განცხადებას შესრულებულია, უტყუარია და შეიძლება იყოს საფუძველი შვეულფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების უფლების მინიჭებისათვის/

The undersigned certify that all statements and answers provided on this application form and as attachments are complete are true to the best of my acknowledge and agree that they are to be considered as the part of the basis for issuance of the heli-skiing operation Approval

1. საფრენოსნო სამსახურის მენეჯერი 

 MANAGER OF FLIGHT OPERATIONS

ხელმოწერა/SIGNATURE

თარიღი/DATE

2. სწავლების მენეჯერი

 FLIGHT TRAINING MANAGER

ხელმოწერა/SIGNATURE

თარიღი/DATE

3. ტექნიკური სამსახურის მენეჯერი

 MAINTENANCE MANAGER

ხელმოწერა/SIGNATURE

თარიღი/DATE

4. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

 QUALITY MANAGER

ხელმოწერა/SIGNATURE

თარიღი/DATE

J. სსას-ის კოორდინაცია/GCAA COORDINATION

პასუხისმგებელი

RESPONSIBLE

თარიღი/

DATE

ხელმოწერა/

SIGNATURE

1. ტექმომსახურების პროგრამა/MAINTENANCE PROGRAM

AIR

 

 

2. ტექნიკური მომსახურების პროცედურები/MAINTENANCE PROCEDURES

AIR

 

 

3. საექსპლუატაციო პროცედურები/OPERATING PRACTICES AND PROCEDURES

OPS

 

 

4. საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადება და კვალიფიკაცია/FLIGHT CREW TRAINING AND QUALIFICATION

OPS

 

 

K. სსას- გადაწყვეტილება/GCAA CERTIFICATION

1. □ ნებადართულია/Approved                                                                      □ არა არის ნებადართული/ Not Approved

2. შენიშვნები/REMARKS:

 3. □ პირველადი/INITIAL                                                                                □ განმეორებითი/RENEWAL

4. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი (საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ინსპექტორი (OPS))

 

ხელმოწერა/

SIGNATURE

 

თარიღი/DATE

 

5. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი

(საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ზედამხედველობის ინსპექტორი (Air))

 

ხელმოწერა/

SIGNATURE

 

თარიღი/DATE