„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
21
27/01/2010
სსმ, 10, 28/01/2010
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებაში (სსმ III, 30.12.2009 წ., მუხლი 1934, გვ. 17) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

მიეცეთ უფლება საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომ 2010 წლის 1 მარტამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვრონ არა უმეტეს 2009 წელს არსებული ოდენობით და აღნიშნულ ვადამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური