მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016001
25
21/05/2019
ვებგვერდი, 14/01/2020
000000000.00.159.016001
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №25

2019 წლის  21 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მაისის სხდომის №11 ოქმის მე -5 საკითხის შესაბამისად , საქართველოს ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე-16 მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტის , „გეოგრაფიული ობიექტების შესახებსაქართველოს კანონის , საქართველოს კანონისთავისუფლების ქარტიისდამუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 27 მარტის №01/1399 წერილით შემოსული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის , ნორმალიზების , გამოყენების , აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების საახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 18 მარტის №14 ოქმის ამონაწერის გათვალისწინებით

1. დამტკიცებულ იქნეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბუდიონოვკისათვის სახელის გადარქმევის და მისთვის სახელწოდებამეწამულა “– სახელდება , მარნეულის მუნიცპალიტეტის ახკერპის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ულიანოვკისათვის სახელის გადარქმევის და მისთვის სახელწოდებავერხვიანის“ სახელდება .

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიცპალიტეტის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ .

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის : . ბოლნისი , სულხანსაბა ორბელიანის ქუჩა №113), მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში .

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად .

5. განკარგულება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე  ამირან გიორგაძე .


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.