„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 დეკემბრის N236/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 დეკემბრის N236/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.022.017865
07/ნ
15/01/2020
ვებგვერდი, 16/01/2020
010240040.22.022.017865
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 დეკემბრის N236/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №07/ნ

2020 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 დეკემბრის №236/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  2019 წლის 20 დეკემბრის №236/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240040.22.022.017856) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების/პროექტების რეალიზებაზე გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი;“.

 2. მე-9 მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)  კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების ფინანსური ანგარიშების შესაბამისად, უზრუნველყოფს შემოსულ ანგარიშებზე გასაფორმებელ მიღება-ჩაბარების და შედარების აქტებზე ხელმოწერას, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვერ ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;

გ) კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების ფინანსური ანგარიშების შესაბამისად, უზრუნველყოფს შემოსულ ანგარიშებზე გასაფორმებელ მიღება-ჩაბარების და შედარების აქტებზე ხელმოწერას;

დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ე) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;

ვ) დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში მომზადებულ იმ დოკუმენტებს, რომელთა ზედამხედველობას და კოორდინაციასაც ახორციელებს;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − ბრძანებების პროექტებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი