დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016752 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016681) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) G-3/5 სამსახური;“. ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ა.ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) G-7 სამსახური.“. გ) მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) G-3/5 სამსახური: ა.გ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამხედრო/საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულების კოორდინაციას, ასევე მონაწილეობს გენერალური შტაბის მიერ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში; ა.გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესში; ა.გ.გ) ახორციელებს საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებას; ა.გ.დ) ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერას საკითხების შემუშავების, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; ა.გ.ე) სარდლობის დონეზე ახორციელებს საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ა.გ.ვ) საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას; ა.გ.ზ) მონაწილეობს რესურსების დაგეგმვის პროცესში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსების მიზნობრივად, ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის შესახებ; ა.გ.თ) ახორციელებს სარდლობის ეფექტური მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტორინგს.“. დ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ა.ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) G-7 სამსახური: ა.ვ.ა) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავებას და პრიორიტეტების განსაზღვრას; ა.ვ.ბ) უზრუნველყოფს სწავლებების/ვარჯიშების დაგეგმვას, მომზადებას, ჩატარებას, შეფასებას, კოორდინაციას და მონიტორინგის განხორციელებას; ა.ვ.გ) ახორციელებს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, წარმართვას, შეფასებას, კოორდინაციას და მონიტორინგს. შესაბამისი საორგანიზაციო მეთოდური მითითებების და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდრის მომზადებას; ა.ვ.დ) მონაწილეობს პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრაში; ა.ვ.ე) უზრუნველყოფს ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ზემდგომ შტაბზე მოხსენების მომზადებას; ა.ვ.ვ) ახორციელებს სასროლეთების/პოლიგონების, საწვრთნელი არეების (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) მოწყობის/ფუნქციონირების კოორდინაციასა და მონიტორინგს; ა.ვ.ზ) უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გამოცდილების გაზიარების პროცესის მხარდაჭერას, დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი ყველა ღირებული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარების ქვედანაყოფზე მიწოდებას დადგენილი ფორმატით, გამოცდილების გაზიარების შედეგად განხორციელებული ცვლილებების დაკვირვებას და შეფასებას.". 2. მე-5 მუხლის: ა) მე-11 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) აწარმოებს მიმოწერას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე გამოითხოვს მათგან საჭირო ინფორმაციას;“. ბ) მე-12 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ვ1) ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განაწილებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 20 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები