„დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N01-36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-4/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016709
01-4/ნ
16/01/2020
ვებგვერდი, 17/01/2020
470230000.22.035.016709
„დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N01-36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N01-36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-4/ნ

2020 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის №01-36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N01-36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 29/11/2018, 470230000.22.035.016545) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და 81 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ლ“ ქვეპუნქტის და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ II თავის 2.1.8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესი):
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წინამდებარე წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ის საფუძველზე დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის მუნიციპალურ პროგრამებში სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), თანამონაწილეობის წესსა და პირობებს, ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოში შემოსული განცხადება თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად გადაეცემა სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი). დეპარტამენტი დევნილთა მონაცემთა ბაზის საფუძველზე ამოწმებს, არსებობს თუ არა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი ამხანაგობის განცხადებაში მითითებულ მისამართზე და რამდენი დევნილი ოჯახია იქ რეგისტრირებული.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ წესის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, სააგენტოში წარმოდგენის შემდგომ, დეპარტამენტი განიხილავს და სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ სააგენტოს თანამდებობის პირს ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე, რომლის თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია ანაზღაურებისთვის გადაეგზავნება სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე