„სახელმწიფო დაწესებულების (საწარმოს), საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის ტიპობრივი დებულების“ დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო დაწესებულების (საწარმოს), საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის ტიპობრივი დებულების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საარქივო დეპარტამენტი
მიღების თარიღი 10/09/1997
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 17/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 100.013.003.087
41
10/09/1997
გაურკვეველი, -, 17/09/1997
100.013.003.087
„სახელმწიფო დაწესებულების (საწარმოს), საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის ტიპობრივი დებულების“ დამტკიცების შესახებ
საარქივო დეპარტამენტი

საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის

თავმჯდომარის

ბრძანება 41

1997 წლის 10 სექტემბერი

თბილისი

„სახელმწიფო დაწესებულების/საწარმოს/, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის ტიპობრივი დებულების“ დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის ტიპობრივი დებულება“.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტებმა, საქართველოს უახლესი ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების, სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის, ქქ. თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურმა, საქალაქო და რაიონულმა სახელმწიფო არქივებმა უზრუნველყონ  დაკომპლექტების წყარო - დაწესებულებები ტიპობრივი დებულებით და ორგანიზაცია გაუწიონ მის დანერგვას მუშაობის პრაქტიკაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ზ. მახარაძე

დანართი

სახელმწიფო დაწესებულების /საწარმოს/, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის

ტიპობრივი დებულება

მოწონებულია

საქართველოს საარქივო სახელმწიფო

დეპარტამენტის კოლეგიის მიერ

31.07.1997 გადაწყვეტილება

მოწონებულია

საქარქივის ცენტრალური საექსპერტო-

შემმოწმებელი კომისიის ბიუროს მიერ

11.07.1997 2 ოქმი

I. ზოგადი დებულებანი

1.1. სახელმწიფო დაწესებულების /საწარმოს/, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანების, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირის1 დოკუმენტების /მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სპეციალური/ შემფასებელი ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზებისა და ჩატარების, მათი საარქივო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით დაწესებულებაში იქმნება  მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია.

1.2. საექსპერტო კომისია სათათბირო ორგანოა. მისი გადაწყვეტილებები ძალაში შედის მათი დაწესებულების ხელმძღვანელის, ხოლო საჭირო შემთხვევებში შესაბამისი საარქივო დაწესებულების მიერ დამტკიცების შემდეგ.

1.3. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, მასში შეყვანილ უნდა იყვნენ ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკის თავმჯდომარეობით. კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ საქმისწარმოების სამსახურის მუშაკი და დაწესებულების არქივის გამგე / არქივზე პასუხისმგებელი პირი/, ხოლო იქ, სადაც ეს საჭიროა, შესაბამისი საარქივო დაწესებულების წარმომადგენელი. კომისიის მდივანი, როგორც წესი, ინიშნება საქმისწარმოების მუშაკი ან დაწესებულების არქივის გამგე / არქივზე პასუხისმგებელი პირი/.

1.4. თავის მუშაობაში საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“, დარგობრივ / საუწყებო / სისტემაში მოქმედი ბრძანებებით და მითითებებით, საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტების ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტებით, დაწესებულების საექსპერტო კომისიის დებულებით.

1.5. წინამდებარე ტიპობრივი დებულების შესაბამისად დაწესებულება შეიმუშავებს თავის საექსპერტო კომისიის დებულებას , რომელიც მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

II. საექსპერტო კომისიის ფუნქციები

დაწესებულების საექსპერტო კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

2.1. საქმისწარმოების სამსახურთან და არქივთან ერთად ორგანიზაციას უწევს და ატარებს დაწესებულების დოკუმენტების შერჩევას შემდგომ შესანახად და გასანადგურებლად, ახორციელებს კონტროლს დაწესებულების საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციაზე;

2.2. განიხილავს და გადაწყვეტილებები გამოაქვს მოწონებისა და დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ დადგენილი წესით;

/ მუდმივად და ხანგრძლივად/10 წელზე მეტხანს/შესანახ საქმეთა კრებსით აღწერებს;

/ მუდმივად შესანახი სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტების/ობიექტების/, პრობლემების/თემების / ნუსხებს;

/ დაწესებულების არქივში არსებული იმ დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის აქტებს, რომელთა შენახვის ვადები ამოიწურა;

2.3. მონაწილეობას ღებულობს დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის დოკუმენტების მომზადების მეთოდიკური სახელმძღვანელოების შედგენისა და განხილვაში;

2.4. განიხილავს წინადადებებს მოქმედი ნუსხებით დადგენილი ცალკეული დოკუმენტების შენახვის ვადების შეცვლისა და ნუსხებით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვის ვადების დადგენის შესახებ, გამოაქვს გადაწყვეტილებები შესაბამის საარქივო დაწესებულებაში დასამტკიცებლად წარდგენაზე;

2.5. უზრუნველყოფს დაწესებულების მუშაკთა ინსტრუქტაჟის და კონსულტაციების ჩატარებას საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელ ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე.

III. საექსპერტო კომისიის უფლებები

დაწესებულებების საექსპერტო კომისიას უფლება აქვს:

3.1. დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად მითითება მისცეს დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქმეთა გაძღოლაზე პასუხისმგებელ მუშაკებს საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის, მათი შემფასებელი ექსპერტიზისა და შემდგომი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების საკითხებზე;

3.2. მოითხოვოს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან სახელმწიფო არქივში შესანახად გადასაცემ ადგილზე არსებულ საქმეთა მოძიება და წერილობითი ახსნის წარმოდგენა მათი დაკარგვის შემთხვევაში;

3.3. გამოითხოვოს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დოკუმენტების შეფასებისა და შენახვის ვალების დასადგენი ცნობები და დასკვნები;

3.4. თავის სხდომებზე მოისმინოს საქმისწარმოების ხელმძღვანელებისა და დაწესებულების არქივის ინფორმაციები დოკუმენტების აფორმებისა საქმეთა ფორმირების ხარისხის, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ;

3.5. მოიწვიოს საექსპერტო კომისიის სხდომებზე როგორც კონსულტანტები და ექსპერტები შესაბამის ორგანიზაციათა სპეციალისტები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - საარქივო დაწესებულებათა მუშაკები;

3.6. ინფორმაცია მიაწოდოს დაწესებულების ხელმძღვანელობას საექსპერტო კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

IV. საექსპერტო კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

4.1. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი საარქივო დაწესებულების საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიასთან უშუალო კონტაქტში და ღებულობს მისგან საჭირო საორგანიზაციო-მეთოდიკურ მითითებებს.

4.2. საექსპერტო კომისია მუშაობს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით და ანგარიშს აბარებს მას ჩატარებული მუშაობის შესახებ.

4.3. საექსპერტო კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის საკითხები განიხილება მის სხდომებზე, რომლებიც ტარდება საჭიროების მიხედვით , მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც.

4.4. საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. სხდომები ფორმდება ოქმებით .

4.5. შესაბამისი საარქივო დაწესებულების მიერ აუცილებელ დამტკიცება ექვემდებარება: საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებები მუდმივად და ხანგრძლივად /10 წელზე მეტხანს/შესანახ საქმეთა აღწერების მოწონების შესახებ; წინადადებები მოქმედ ნუსხებსა და საქმეთა სანიმუშო ნომენკლატურები გაუთვალისწინებელი დოკუმენტების შენახვის ვადების დადგენის შესახებ.

4.6. საექსპერტო კომისიის საქმისწარმოების გაძღოლასა და მისი დოკუმენტების შენახვას ახორციელებს კომისიის მდივანი.

---------------- 

1 შემდგომი სიტყვების სახელმწიფო დაწესებულება/საწარმო/, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, პოლიტიკური, კონფესიური გაერთიანება, სხვა არასახელმწიფო იურიდიული პირი ნაცვლად იხმარება სიტყვა დაწესებულება“.