დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021721 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11/12/2019, №5467-Iს) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
2. აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება სააგენტოს ხელმძღვანელობის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების თავიდან დამტკიცებას. 3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან მიჩნეულ იქნეს ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები