„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 02/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.017860
02/ნ
09/01/2020
ვებგვერდი, 09/01/2020
300160080.22.022.017860
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №02/ნ

2020 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, სსმ №126, 01/10/2010; სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016013) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოში პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნით ამ წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოვლენილი საეჭვო გარემოების და ასევე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამავე სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის განზრახ ხელის შეშლა, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კომისია ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას, პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის/„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადით პირობითი აღიარების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი