„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №358 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017281
9
09/01/2020
ვებგვერდი, 10/01/2020
010320040.22.033.017281
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №358 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №9

2020 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №358 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №358 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016447) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-9 მუხლის:
ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, სამსახურის ადმინისტრაციას განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში – ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, დამამათავრებელ კურსზე ყოფნის შესახებ);

დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ორი ფოტოსურათი (3X4);

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ზ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ი) სამოტივაციო წერილი.“;

ბ)  მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ადმინისტრაცია სტაჟირების დაწყებიდან 3 თვის ვადაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული პერიოდულობით ისმენს და განიხილავს როგორც სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წერილობით მოსაზრებას სტაჟირების მიმდინარეობისა და სტაჟიორის ანგარიშის შესახებ.

2. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ (განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), სტაჟირების ვადის გასვლამდე) სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც გასაუბრების შედეგებს წარუდგენენ სამსახურის უფროსს.“.

3. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტაჟირების ვადის გასვლისას სტაჟირების შედეგების შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ადმინისტრაციას, ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“.

4. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სტაჟირების მიმდინარეობისას სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი