„ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021718
10
08/01/2020
ვებგვერდი, 09/01/2020
240110000.10.003.021718
„ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2020 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №540 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №540 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2018, 240110000.10.003.020856) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რისკის ანალიზის,  საფუძვლიანი ეჭვის ან პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველობის განხორციელება, რომელსაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) შესაბამისად ახორციელებს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია