„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
11
14/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
000000000.00(0).000.000000
„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2010 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

„გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №239 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2314) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (ტერიტორიიდან გატანისას) გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურები:

1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის (ტერიტორიიდან გატანის) დროს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მის მიმართ ხორციელდება შემდეგი გამარტივებული საბაჟო პროცედურები:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერა.

2. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას:

ა) საქონელი თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად პირდაპირ წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქონელს არ ახლავს „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ამ ინსტრუქციის №1 დანართის შესაბამისად;

გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარდგენილი საქონლის მიმართ დაუყოვნებლივ ახორციელებს აღრიცხვის მოწმობის გამოწერას (ექსპორტის დროს – აგრეთვე, მოწმობის დახურვას) „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად;

დ) აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა – „აყვანილია კონტროლზე“ და ხორციელდება საქონლის გაშვება.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით გაშვებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს წარედგინება გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, რომლებიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.“.

3. მე-6 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A,1, 2, 8, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 29, 31, 33, 35, 38, 42, 44, 47, 49, 54 გრაფებს, ხოლო სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის დროს – დამატებით 37 და 40 გრაფებს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური