„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016355
5
06/01/2020
ვებგვერდი, 08/01/2020
010250050.35.107.016355
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2020 წლის 6 იანვარი

დაბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის  7 ოქტომბრის   №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/10/2019 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016344) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნას;

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ბ.ა)  მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“, „გ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტები და მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ  იქნეს;

ბ.ე) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ გარე ვაჭრობის უფლების გაუქმება გარე ვაჭრობის უფლების გამცემი ორგანოს (პირის) მიერ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ან/და გარე ვაჭრობის უფლების გაუქმებას საფუძვლად არ უდევს გარე ვაჭრობის უფლების გამცემის ბრალეული ქმედება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა