სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 08/01/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016017
1
08/01/2020
ვებგვერდი, 08/01/2020
010100000.72.084.016017
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №1

2020 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სახით:

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 16 ნოემბრის №5 ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 17/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016014).
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი თებერვლიდან.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია