დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016980 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016525) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებ დაწესებულებებში უკვე არსებული კომპიუტერული სერვისების მხარდაჭერას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები დაწესებულებების შიდა და გარე კომპიუტერული ქსელის და სერვერული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას დანერგილი პროგრამებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები