დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327/ო |
| დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 29/08/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.012.003.074 |
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №327/ო 1997 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს № 568 ბრძანებულების „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ და მასში საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის № 345 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილებების თანახმად, კვების პროდუქტებით სასაქონლო წარმოების ლიცენზირების წესების გამარტივებისა და ლიცენზირების გაფორმების საქმეში არსებული ხელშემშლელი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების მაქსიმალურად გამორიცხვის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები“. 2. დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ნ. შავდია) უზრუნველყოს არსებული წესით ამ ბრძანების პუნქტი №1-ით დამტკიცებული დროებითი ტარიფების შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის და რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროებში.
მინისტრი ა. ჯორბენაძე ვიზები: ნ. შავდია ნ. თავართქილაძე კ. ოჩიგავა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფები
შენიშვნა: ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს შორის ობიექტის ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის დროებით ტარიფებში განსხვავება განპირობებულია ობიექტის ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის განსხვავებით. კვების პროდუქტების წარმოების ჰიგიენური სერტიფიცირებისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება, ვინაიდან მოსაკრებელი გადახდილი იქნება მეწარმის მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან ლიცენზიის მიღებისას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები