დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფ რასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულ ების - საქართველოს საავტომო ბილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/630 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 17 დეკემბრის №01/5865 განცხადება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ (E-60) მაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის ფარგლებში ახორციელებს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც იწყება ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის ბოლოს კმ17+300-ზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი უკანეთიდან და მთავრდება მდინარე ოჩოფას ხიდთან. საპროექტო გზა მთლიანად ექცევა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 24.045 კვ-ს და წარმოდგენილია ორზოლიანი სავალი ნაწილით, რომელიც ძირითადად გადის დასახლებულ ტერიტორიაზე. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ბარნაბა ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001001230), გულნაზ ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001007168) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1369 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (ს/კ №34.02.62.424 (ნაკვეთის წინა ნომრები: 34.02.62.036; 34.02.62.333, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 15 925 კვ.მ). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ №34.02.62.424, თანამესაკუთრეები არიან: ბარნაბა ჯვარშეიშვილი (პ/ნ 60001001230), გულნაზ ჯვარშეიშვილი (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილი (პ/ნ 60001007168).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ, ბარნაბა ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001001230), გულნაზ ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001082491), ნინო ჯვარშეიშვილის (პ/ნ 60001007168) თანასაკუთრებაში არსებულ, სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1369 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი15 925 კვ.მ; ს/კ №34.02.62.424 (ნაკვეთის წინა ნომრები: 34.02.62.036; 34.02.62.333)). 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები