„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021696
666
31/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
280120000.10.003.021696
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №666

2019 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, №10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის  შესაბამის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას.  ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ., ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 336 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 525 ლარს, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში − ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 16 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ., ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 25 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია,  ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით  დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების  თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით.  ასევე სააგენტოს უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევის  წინა თვის   ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე  დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით − წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება.“.

2. მე-4 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის  „ა“,  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატში  – დღეში 16 ლარის ოდენობით, იმ სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) − დღეში 22 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარს − დღეში 30 ლარის ოდენობით;

ა.ბ) არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ბენეფიციარები − დღეში 4,4 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 8 ლარს;

ა.გ) არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი),  ბენეფიციარები − დღეში 6,6 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 10 ლარს;“;

„გ) შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მინდობით აღზრდის მომსახურებიდან მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად: შშმ პირთა პანსიონატში  – დღეში 16 ლარის ოდენობით,  სათემო ორგანიზაციაში − დღეში 22 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს − დღეში 30 ლარის ოდენობით;

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში − 22 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 30 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 336 ლარის ოდენობით;

ბ) დანარჩენ  შშმ  პირებს  გაწეული  მომსახურება  დაუფინანსდებათ    80%-ით  – თვეში 269 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 67 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ.,  არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 11,5 ლარზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 336 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად, დღეში 8 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია