დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფ რასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულ ების - საქართველოს საავტომო ბილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/626 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 12 ნოემბრის №01/5237 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის პროექტს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს. საავტომობილო გზა გადის მდინარე ძირულას უღელტეხილს, კვეთს მდინარე ძირულას რამდენჯერმე. ამასთან, იგი, არსებული გზის მარცხენა მხარეს, კვეთს მდინარე ბორიმელას, შედის გვირაბში და უერთდება არსებულ გზას შორაპანში და მიყვება მას 4+300 კმ-დან 5+640 კმ-მდე. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული იური ნებიერიძის (პ/ნ 18001057407), მაგული ნებიერიძის (პ/ნ 18001056450), მალხაზ ნებიერიძის (პ/ნ 18001049889) და ნათია ნებიერიძის (პ/ნ 18001033158) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2256 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (ს/კ N32.03.47.509, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 3615 კვ.მ). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონში, სოფელ ქვედა საქარაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N32.03.47.509) თანამესაკუთრეები არიან: იური ნებიერიძე (პ/ნ 18001057407), მაგული ნებიერიძე ( პ/ნ 18001056450), მალხაზ ნებიერიძე (პ/ნ 18001049889) და ნათია ნებიერიძე (პ/ნ 18001033158). დადგენიალია, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა იური ნებიერიძის (პ/ნ 18001057407), მაგული ნებიერიძის (პ/ნ 18001056450), მალხაზ ნებიერიძის (პ/ნ 18001049889) და ნათია ნებიერიძის (პ/ნ 18001033158) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი 2256 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ N32.03.47.509; მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 3615 კვ.მ).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F-4) გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ, ზესტაფონის რაიონში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე იური ნებიერიძის (პ/ნ 18001057407), მაგული ნებიერიძის (პ/ნ 18001056450), მალხაზ ნებიერიძის (პ/ნ 18001049889) და ნათია ნებიერიძის (პ/ნ 18001033158) თანასაკუთრებაში არსებულ 2256 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 3615.00 კვ.მ), ს/კ N 32.03.47.509. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6). მინისტრი ნათელა თურნავა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები