„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 13/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.033.017279
1
03/01/2020
ვებგვერდი, 03/01/2020
330010040.22.033.017279
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის და

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1/ №1-1/1

2020 წილის 3 იანვარი

ქ. თბილისი

„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებთ:

მუხლი 1
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/07/2019, სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.033.017223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „სამშენებლო პროდუქტების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ საბეჭდი ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2.  „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ შევსებისა და დადასტურების წესის“ (დანართი №3) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნაწილი II (სააგენტოს გადაწყვეტილება საქონელზე), რომელშიც ელექტრონულად აისახება სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული/განსახორციელებელი პროცედურების შესახებ ინფორმაცია ან/და მიღებული გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2
 ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადასტურებული და უარყოფილი „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინებები“ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამის საქონელთან მიმართებაში.
მუხლი 3
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა