„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 25/08/1997
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.070
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
25/08/1997
090.013.003.070
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის დამტკიცების შესახებ“
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/07/2018 - 04/08/2010)

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 090.013.003.070.26.08.97

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №2

1997 წლის 25 აგვისტო

 ქ. თბილისი

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის დამტკიცების შესახებ

1997 წლის 2 მაისის  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) პუნქტის შესრულების მიზნით და 1997 წლის 27 ივნისის „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველძე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი“ (თან ერთვის).

2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს (ჯამური სადაზღვევო პრემია) შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი

 1. ნორმატივი შედგენილია საქართველოს კანონების „დაზღვევის შესახებ“, „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების საფუძველზე.

2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელების უფლების მქონე სადაზღვევო ორგანიზაციების საკუთარი კაპიტალი უნდა უზრუნველყოფდეს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას აღნიშნულ სახეობაში და მზღვეველის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

3. მზღვეველის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესდეს გადახდისუნარიანობის ნორმატიული მარჟა (T ), რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად:

T = K * S * Q

 K – დაზღვევის სახეობების რისკობრიობის კოეფიცინტი, რომლის სიდიდე დაზღვევის აღნიშნული სახეობისათვის განისაზღვრება 0,15–ის ოდენობით;

S – სადაზღვევო შესატანების (პრემიების) ჯამური თანხა საანგარიშო პერიოდში;

Q – გადაზღვევის მაჩვენებელი, რომელიც გაითვლება:

Q = A/Aს

 A – ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული, უშუალოდ მზღვეველის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა საანგარიშო პერიოდში.

A - ზარალის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საანგარიშო პერიოდში.

4. T უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი გადახდისუნარიანობის არსებული მარჟისა(T), რომელიც განისაზღვრება მზღვეველის საკუთარი კაპიტალით.

T < T

 5. გადახდისუნარიანობის მარჟის დაანგარიშებისას მზღვეველებს Q კოეფიციენტი ჩაეთვლებათ არანაკლებ 0,3-ისა.

6. დაზღვევის სახეობების რისკობრიობის კოეფიციენტი (K) ამ ნორმატივის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში განისაზღვრება 0.1-ის ოდენობით.

საქართველოს დაზღვევის

სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსი