,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016295
45
30/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
040030000.32.061.016295
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №45

2019 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების პირველი და 11 პუნქტების მიზნებისათის:

ა)  2019 წლის 31 დეკემბრამდე აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე)  უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და „აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

ბ) 2020 წლის 1 თებერვლამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორმა (ი. ქეცბა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და ა(ა)იპ – „სულიერების ცენტრის“ წესდების პროექტის წარმოდგენა.“.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1 პუნქტი და მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან;

ბ) ამ დადგენილების 11, 12 პუნქტები და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან;

გ) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის 1, 11, 12 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე