„აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 ოქტომბრის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 ოქტომბრის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-2
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016011
01-2
30/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010340000.44.064.016011
„აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 ოქტომბრის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №01-2

2019 წლის 30 დეკემბერი

. თბილისი

 

„აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 ოქტომბრის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 ოქტომბრის №01-1 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/10/2019, 010340000.44.064.016010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. საკ 1.1:2019-ის III თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. აკრედიტაციის ციკლი

1. აკრედიტაციის ციკლი მოიცავს აკრედიტაციის მინიჭებიდან აკრედიტაციის მოწმობის ვადის მოქმედების 4-წლიან პერიოდს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 თვეს. აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს:

ა) აკრედიტებული პირის ყოველწლიურ შეფასებას;

ბ) არაგეგმურ შეფასებას.

3. აკრედიტებული პირის ყოველწლიური შეფასების ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს.

4. აკრედიტებულმა პირმა ყოველწლიური შეფასების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე 2 თვით ადრე, გააფორმოს შესაბამის ხელშეკრულება აკრედიტაციის ცენტრთან და გადაიხადოს დადგენილი საფასური.

5. თუ აკრედიტებული პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული წერილობითი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე 2 თვით ადრე, მაშინ მას გენერალური დირექტორის განკარგულებით შესაძლოა შეუჩერდეს აკრედიტაცია, რის შესახებაც შესაბამისი მითითება გაკეთდება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე. აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც განმცხადებელმა წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

6. აკრედიტებული პირის მიერ, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე. კერძოდ:

ა) ცვლილებები იურიდიულ, კომერციულ, საკუთრების ან ორგანიზაციულ წესდებაში;

ბ) ცვლილებები ორგანიზაციის, ხელმძღვანელობის და ძირითადი პერსონალის თაობაზე;

გ) ცვლილებები ძირითად პოლიტიკაში;

დ) რესურსები და ადგილმდებარეობა;

ე) აკრედიტაციის სფერო;

ვ) აკრედიტაციის პირობების მოდიფიცირება;

ზ) სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აკრედიტებული პირის მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებაზე.

7. აკრედიტაციის ციკლის პერიოდში ორი წლის განმავლობაში, თუ შშო-ს არ განუხორციელებია საქმიანობა აკრედიტაციის სფეროს გარკვეულ ნაწილში, მას შეუჩერდება აკრედიტაცია შესაბამის სფეროში.

8. არაგეგმური შეფასება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საერთაშორისო სტანდარტებში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში;

ბ) იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუჩერდათ აკრედიტაცია;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ;

დ) აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე;

ე) აკრედიტებული პირისგან აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოთხოვნილი აკრედიტაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის არმიწოდება/არასრულად მიწოდება.

9. არაგეგმური შეფასების დროს შეფასებას ექვემდებარება ის ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გახდა არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი.

10. არაგეგმური შეფასების განხორცილების პროცედურები გეგმური შეფასების იდენტურია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტში მოცემული შემთხვევებისა, რა დროსაც აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტში მოცემულ შემთვევებში, გენერალური დირექტორის დავალებით პასუხისმგებელი პირი ახორციელებს შესაბამის მომართვასთან, საჩივართან, ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალების ან ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის შესწავლას, რისთვისაც აკრედიტებული პირისაგან შესაძლოა გამოთხოვილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია. თუ შესწავლის შედეგად გამოვლინდა შშო-ს მიერ აკრედიტაციის სფეროსთან არსებითი ხასიათის შეუსაბამობები, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური შეფასების ჩატარების თაობაზე. ამ შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს აკრედიტებულ პირს.

12. არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული შემფასებელთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმური შეფასების სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს და აღნიშნულის თაობაზე  აცნობებს აკრედიტებულ პირს. აკრედიტებული პირის მიერ არაგეგმური შეფასების ჩატარებაზე უარი იწვევს აკრედიტაციის შეჩერებას, გაუქმებას ან შემცირებას. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით ადგილზე ვიზიტის  განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე, რის თაობაზეც ეცნობება აკრედიტებულ პირს.“.

2. საკ 1.2:2019-ის მე-2 და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. არაგეგმური შეფასება

1. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმურ შეფასებას. არაგეგმური შეფასება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საერთაშორისო სტანდარტებში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში;

ბ) იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუჩერდათ აკრედიტაცია;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ;

დ) აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემული ხასიათის დარღვევების თაობაზე;

ე) აკრედიტებული პირისგან აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოთხოვნილი აკრედიტაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის არმიწოდება/არასრულად მიწოდება.

2. გენერალური დირექტორის დავალებით პასუხისმგებელი პირი ახორციელებს მომართვასთან, საჩივართან, ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალების შესწავლას საკ 1.11:2019 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურის“ შესაბამისად, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის შესწავლას,  რისთვისაც აკრედიტებული პირისაგან შესაძლოა გამოთხოვილი იქნეს დამატებითი ინფორმაცია.

3. პასუხისმგებელი პირის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური შეფასების ჩატარების თაობაზე და ასევე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ადგილზე ვიზიტის განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება აკრედიტებულ პირს.

4. არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული შემფასებელთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასების სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს შესაბამისი  ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს აკრედიტებულ პირს.

5. თუ აკრედიტებული პირი აკრედიტაციის ცენტრს არ შეუქმნის სათანადო პირობებს არაგეგმური შეფასების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით აკრედიტირებულ პირს შესაძლოა შეუჩერდეს  აკრედიტაციის სფერო სრულად  ან ნაწილობრივ.

6. არაგეგმური შეფასების დროს შეფასებას ექვემდებარება ის ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გახდა არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი.

7. არაგეგმური შეფასების განხორციელების პროცედურები გეგმური შეფასების იდენტურია, გარდა საკ 1.2:2019-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტში მოცემული შემთხვევისა, რა დროსაც აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.

8. აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად აკრედიტებულმა პირებმა უნდა მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრული საქმიანობის შესახებ.

9. არაგეგმური შეფასების შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელს ცვლილებები შეაქვს ყოველწლიური შეფასების გეგმაში.

10. არაგეგმური შეფასების შედეგები ფორმდება შესაბამის ანგარიშში, რომელიც  მიეწოდება აკრედიტებულ პირს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება ხელზე.

11. არაგეგმური შეფასების ანგარიში განსახილველად გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, აკრედიტაციის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ), გაუქმების ან აქტუალიზაციის თაობაზე.“.

მუხლი 3. აკრედიტაციის ციკლის ან არაგეგმური შეფასების შედეგების განხილვა

 1. აკრედიტაციის ციკლის ან არაგეგმური შეფასების შედეგად დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში და შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არგამოსწორების შემთხვევაში, საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტებულ პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია ხელახალი აკრედიტაციის გზით, ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია სფეროს შეჩერებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.

2. თუ შეფასებისას დაფიქსირდა იგივე კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს, პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია ხელახალი აკრედიტაციის გზით. სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია სფეროს შეჩერებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით. ორივე შემთხვევაში, აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.

3. აკრედიტაციის ნაწილობრივ ან სრულად შეჩერების, დამატებით სფეროში აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის გაუქმების და სფეროს აქტუალიზაციის შემთხვევაში საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე. კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად, გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი განკარგულება. აკრედიტაციის განახლებული სფეროს და აკრედიტაციის განახლებული მოწმობის გაცემის შემთხვევაში, მოწმობის მოქმედების ვადა რჩება უცვლელი.“.

3. საკ 1.3:2019-ის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აკრედიტაციის ცენტრმა ლაბორატორიებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. ლაბორატორია  ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

4. საკ 1.4:2019 - მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აკრედიტაციის ცენტრმა ლაბორატორიებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით  ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული   მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. ლაბორატორია   ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

5. საკ 1.5:2019 - მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. აკრედიტაციის ცენტრმა სერტიფიკაციის ორგანოებთან  მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

6. საკ 1.6:2019 - მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აკრედიტაციის ცენტრმა პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

7. საკ 1.7:2019 - მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აკრედიტაციის ცენტრმა აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების   სერტიფიკაციის ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

8.  საკ 1.8:2019-ის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აკრედიტაციის ცენტრმა ინსპექტირების ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით   ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

9. საკ 1.9:2019 - მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აკრედიტაციის ცენტრმა საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლებთან  მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება საკ 1.1:2019-ით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი პირის წერილობითი, დასაბუთებული მომართვის, საჩივრის ან/და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, ასევე აკრედიტაციის ცენტრის ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაძლო  სისტემური ხასიათის დარღვევების თაობაზე. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გენერალური დირექტორინათია მიქელაძე