დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016323 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2019 - 18/12/2020)
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №28 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი |
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდეგში – ბიუჯეტი) სოციალური დახმარების სახეებს, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, დახმარების გაცემის კრიტერიუმებს, პირობებსა და პროცედურებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების მისაღებად ბენეფიციართა მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას. |
მუხლი 1.
სოციალური დახმარების სახეები: |
1. ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სოციალური დახმარებები:
ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება; ბ) ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება; გ) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება; დ) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება; ე) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება; ვ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება; ზ) 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება; თ) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება; კ) ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება; ლ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება; მ) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება; ნ) სტუდენტების ერთჯერადი დახმარება; ო) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა; პ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, 9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება); ჟ) შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება; რ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. |
მუხლი 2.
მოსახლეობის სამედიცინო დახმარება |
1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე. დახმარებაში იგულისხმება დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის) თანადაფინანსება:
ა) 0-დან 250ლარის ჩათვლით -100%-ით სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ს/ქ 0-დან 70000 ჩათვლით); ბ) 250 - 5 000 ლარის ჩათვლით - 40%-ით; გ) 5 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით - 2500 ლარით; დ) 10000 ლარზე მეტი - 3 000 ლარით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი(ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი(ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ); ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო დახმარების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად) მასზე დახმარება არ გაიცემა. 5. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული, მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევებისა და სხვა აუცილებლობის შემთხვევაში თანადაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების საფუძველზე. |
მუხლი 3.
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება |
1. ახალშობილთა (1 წლამდე) ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 250 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 4.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება |
1. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 100 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ. დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 5.
პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება |
1. პირველი ჯგუფის უსინათლოს ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 200 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 6.
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება |
1. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 200 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 7.
დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება |
1. დიალიზზე მყოფი მოქალაქის დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება განისაზღვრა ერთჯერადად 1500 ლარით წელიწადში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 8.
შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1. შშმ (მკვეთრად გამოხატული, საწოლს/ეტლს მიჯაჭვული, სოციალურად დაუცველი ს/ქ 0-დან 65 000-ის ჩათვლით) პირთა დაფინანსება განისაზღვრა ერთჯერადად 500 ლარით წელიწადში მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, გარდა მე-7 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებისა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) შესაბამისი სტატუსის (მკვეთრად გამოხატული) დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სოციალურთა დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ზ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 9.
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება |
1. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 1000 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 10.
ხანძრით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის დაზარალებული მოსახლეობის დახმარება |
1. ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიხედვით 300-დან 4 000 ლარის ჩათვლით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების შემთხვევაში: ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). ა.დ) შსს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა; ა.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე; ა.ვ) საბანკო ანგარიში. ბ) საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების შემთხვევაში: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). ბ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული დასკვნა; ბ.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე; ბ.ვ) საბანკო ანგარიში. გ) მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში: გ.ა) განცხადება; გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). გ.დ) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე; გ.ე)საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 11.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება |
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 300 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 12.
ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება |
1. ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა:
ა) გარდაცვლილი ომის მონაწილის სარიტუალო დახმარება - 250 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი; ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი. ა.ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ა.ვ) საბანკო ანგარიში. ბ) გარდაცვლილი დევნილის სარიტუალო დახმარება - 150 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი. ბ.გ) გარდაცვლილის დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) მოწმობის ასლი; ბ.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). ბ.ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ.ვ) საბანკო ანგარიში. გ) გარდაცვლილი მარტოხელის სარიტუალო დახმარება - 150 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: გ.ა) განცხადება; გ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის ასლი. გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). გ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ.ე) საბანკო ანგარიში. 2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 13.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება |
1. 18 წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა:
ა) ობოლისთვის - 300 ლარით; ბ) დედ-მამით ობოლისთვის - 500 ლარით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე)საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 14.
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება |
1. მრავალშვილიანი( ოთხი და ოთხზე მეტი ერთ-ერთი მაინც 18 წლამდე) ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 200 ლარით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სტატუსის მქონე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სსგს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ. დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 15.
სტუდენტების ერთჯერადი დახმარება |
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრა 500 ლარით და დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მარჩენალდაკარგულ მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი, ერთ-ერთი მაინც 18 წლის) ოჯახის წევრი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტი. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 16.
უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა |
1. უსახლკაროს ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა განისაზღვრა ოჯახზე/პირზე ყოველთვიურად 50-დან 100 ლარით. დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგ მოქალაქებს (გარდა სრულწლოვანი დევნილისა):
ა) რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა; ბ) მარტოხელა დედას; გ) ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირს; დ) ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს გარდა დაზიანებული სახლისა და არ ექვემდებარება აღდგენას). 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ(ნოტარიულად დამოწმებული); დ) პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება); ე) პირველი პუნქტის ,,დ,, ქვეპუნქტის შემთხვევაში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის საკუთრებაში უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება); ვ) პირველი პუნქტის ,,ბ,, და ,,გ,, ქვეპუნქტის შემთხვევაში - ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ; ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს. თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი( პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება); ი) გამქირავებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მუნიციპალიტეტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. |
მუხლი 17.
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, 9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება) |
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. დახმარება განისაზღვრა:
ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცისა და 9 აპრილს დაღუპულის ოჯახისთვის - ერთჯერადად 1000 ლარით; ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილეს ერთჯერადი ფულადი საჩუქარი-1000 ლარით; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ერთჯერადი ფულადი საჩუქარი. 2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 18.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. |
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ შშმ პირებს.(მკვეთრად გამოხატული; ეტლს მიჯაჭვული). დახმარება განისაზღვრა წელიწადში ერთჯერადად 300 (სამასი) ლარიდან 2000(ორიათასი)ლარის ჩათვლით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი(არასრულწლოვანის შემთხვევაში დამატებით დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია); დ) ინფორმაცია შესაბამისი ორგანიზაციიდან კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული პროექტების და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფის შესახებ მომსახურების ხარჯის მითითებით. ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება). 3) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. |
მუხლი 19.
დახმარების გაცემის უზრუნველყოფა |
დახმარების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმისა და მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები