დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.115.016307 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2019 - 21/02/2020)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N33 დადგენილება (www.matsne.gov.ge 190020020.35.115.016275 01.01.2019 წ.) |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თავი I
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ბ) დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში 1 იანვირსათვის არსებული თავისუფალი სახსრების ნაშთი 0,0 ათასი ლარით.
|
მუხლი 3.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020 წლის შემოსავლები 4,321,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გადასახადები 3,916,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გრანტები 105,0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 300,0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
არაფინანსური აქტივების კლება |
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარით.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯები 3.946,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და ფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით .
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 170,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 10,0 ათასი ლარი |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი. |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 105.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45,0 ათასი ლარი; ბ) სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60,0 ათასი ლარი; |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა . 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა . 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება . აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა რეაბილიტაცია , ქალაქის დასუფთავება . მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) ლენტეხის მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის , ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ –ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების , ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა . მნიშვნელოვანია დასახლებულ პუნქტებთან , საკურორტო ცენტრებთან , ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება . ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა . 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) დღე -ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად ისე სოფლის ცენტრებში , კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება , მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა . 2.3 გარე განათების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე -ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად ისე სოფლის ცენტრებში , კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება , რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია . 2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა , შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა -დასუფთავება და ნარჩენების გატანა . 2.5 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია , რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია . შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით , ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება . 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას , რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია . 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბაგა -ბაღის გაერთიანებაში ფუნქციონირებს 11 საბავშვო ბაღი , აქედან 1 ბაგა -ბაღი მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე , 10-ბაღი ტერიტორიული ერთეულების 10 სოფელში . სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 187 აღსაზრდელს . ბავშვთა აღზრდას ემსახურება 130 თანამშრომელი . 4. კულტურა , რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . ამასთანავე , ერთ -ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი , ისე ფიზიკური თვალსაზრისით ) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება . ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს . 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა . 2020 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები . ტარდება საერთაშორისო , რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში , ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში ; სარაიონო ტურნირი ჭადრაკში და ტურისტური ლაშქრობა . დაკავებულია მინიციპალიტეტის 100–მდე სპორტსმენი ჭიდაობის , ფეხბურთის და კალათბურთის წრეებზე , რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან . 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები . 4.2.1 სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02 02) მუნიციპალიტეტში 2020 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ -საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა . ფუნქციონირებს ააიპ სახელოვნებო სკოლა სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა . მუსიკალური სკოლაში სწავლობს 32-მდე მოსწავლე . სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ისე მშობელთა შემონატანით ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 89 ლარით . სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 42-მდე მოსწავლე ,ფუნქციონირებს თექის , კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების განყოფილებები . დაფინანსებახდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლის განმავლობაშიმიმდინარეობს სააღდგომო , გასვლითი სხვა რეგიონებში , საშემოდგომო და ნიღბების –საახაწლოგამოფენები და ასევე საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვები . აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე . 4.2.2 . ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური , ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით , ისევე როგორც გასულ წლებში 2020 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება . 4. 2 3. მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02 04) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ლ . მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაფინანსება ,სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები . 4. 2.4 კულტურის ცენტრისა დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 15) 2020 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი , სადაც დაკავებულია 60 ბავშვი სხვადასხვა წრეებში კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრეები და ფოლკლორული ანსაბლი „ლაგუშედა “. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის , მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები . იგეგმება საახალწლოდ ქალაქის მხატვრული და ელექტრონული გაფორმება . 4.4 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 06) პროგრამის ფარგლებში იგეგმება ტურისტული ბაზის შექმნა ტურისტების მოზიდვის მიზნით . 4.5 საფეხბურთი გუნდის ხელშეწობა (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპლიტეტში ფეხბურთის განვითარების დაფინანსება სადაც შედის კლუბ „ლენტეხის „ბაზის შენახვა მწვრთნელების ხელფასები , სატურნირო მივლინების ხარჯები . ქვეპროგრამა განხორციელდება სუბსიდირების სახით . 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან , ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები , დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება განისაზღვროს თვეში 100 (ასი ) ლარის ოდენობით 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ : გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები ; იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა , განხორციელების ხელშეწყობა , საინფორმაციო სისტემისუზრუნველყოფა ; იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ; პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა , დიაგნოსტიკა , პროფილაქტიკური მკურნალობა ; საგანმანათლებლო , სააღმზრდელო და საგანმანათლებლო –სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა , პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა ; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა . 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 ) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას . სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტ ბავშვზე ) დახმარებას , ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას . 5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას ) სოციალური დაცვის მიზნით ყოველთვიური ფინანსური დახმარება 60 ლარის ოდენობით . 5.2.3 სარიტუალო მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 04 02 ) ა ) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევში მათი დაკრძალვის მიზნით 200 ლარის ოდენობით , ბ ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააცნიათ სარიტუალო მომსახურეობა 200 ლარის ოდენობით , 5.2.4 ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების სოციალური დახმარება . თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300 ლარს . 5.2.5 სტიქიური უბედურების (ხანძრის ) შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : სტიქიური მოვლენების დროს ხანძარი , მეწყერი , წყალდიდობა , გრიგალი , ღვარცოფი ელემენტარული პირობების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის დახმარების გაცემა ; 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 04 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიან ოჯახებზე რომელთაც ჰყავთ 4(ოთხი )შვილი (18 წლამდე )-200 ლარი ერთჯერადად , 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე დახმარება 15 ლარი . 5.2.7 ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 04 07) 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს , რომელტა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით . 2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-95 წლამდე 100 (ასი ) ლარის ოდენობით , 95-100 წლამდე 150 (ასორმოცდაათი ) ლარი და 100 წლის ზევით 250 (ორასორმოცდაათი )ლარის ოდენობით . ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გადასახდელები
|
დოკუმენტის კომენტარები