„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016977
481
30/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
040030000.22.027.016977
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №481

2019 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულებების სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;

„ბ) სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა;“.

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულებების სერვისების მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიცირება და მათი განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციიდან გამომდინარე, იმ დასახლებებში მცხოვრებთათვის, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების) მეშვეობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ 1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახური;“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრებია:

ა) ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრი;

ბ) ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრი;

გ) არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი;

დ) აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი;

ე) ახალსოფლის საზოგადოებრივი ცენტრი;

ვ) ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრი;

ზ) ბარალეთის საზოგადოებრივი ცენტრი;

თ) ბერძენაულის საზოგადოებრივი ცენტრი;

ი) გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრი;

კ) გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი;

ლ) გომის საზოგადოებრივი ცენტრი;

მ) დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივი ცენტრი;

ნ) დმანისის საზოგადოებრივი ცენტრი;

ო) დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი;

პ) ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი;

ჟ) ზედა საზანოს საზოგადოებრივი ცენტრი;

რ) ზეინდარის საზოგადოებრივი ცენტრი;

ს) თეთრიწყაროს საზოგადპებრივი ცენტრი;

ტ) იორმუღანლოს საზოგადოებრივი ცენტრი;

უ) კაბალის საზოგადოებრივი ცენტრი;

ფ) კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი;

ქ) კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრი;

ღ) კაჭრეთის საზოგადოებრივი ცენტრი;

ყ) კიცხის საზოგადოებრივი ცენტრი;

შ) კოდის საზოგადოებრივი ცენტრი;

ჩ) კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრი;

ც) კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრი;

ძ) კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრი;

წ) ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრი;

ჭ) ლაჯანას საზოგადოებრივი ცენტრი;

ხ) ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრი;

ჯ) ლესიჭინეს საზოგადოებრივი ცენტრი;

ჰ) მანგლისის საზოგადოებრივი ცენტრი;

1) მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი;

2) მეორე სვირის საზოგადოებრივი ცენტრი;

3) მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრი;

4) მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრი;

5) მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრი;

6) ნიგოეთის საზოგადოებრივი ცენტრი;

7) ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი;

8) ორსანტიას საზოგადოებრივი ცენტრი;

9) რუისის საზოგადოებრივი ცენტრი;

10) რუხის საზოგადოებრივი ცენტრი;

11) სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი;

12) სანიორეს საზოგადოებრივი ცენტრი;

13) სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრი;

14) საჩხერის საზოგადოებრიცი ცენტრი;

15) საწირეს საზოგადოებრივი ცენტრი;

16) ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრი;

17) ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი;

18) უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი;

19) უსახელოს საზოგადოებრივი ცენტრი;

20) ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრი;

21) ფოკის საზოგადოებრივი ცენტრი;

22) ქედის საზოგადოებრივი ცენტრი;

23) ქვემო ნატანების საზოგადოებრივი ცენტრი;

24) ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი;

25) ღორეშას საზოგადოებრივი ცენტრი;

26) ყვარელწყალის საზოგადოებრივი ცენტრი;

27) შაშიანის საზოგადოებრივი ცენტრი;

28) შილდის საზოგადოებრივი ცენტრი;

29) შორაპნის საზოგადოებრივი ცენტრი;

30) შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი;

31) ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრი;

32) ცაგერის საზოგადოებრივი ცენტრი;

33) წალკის საზოგადოებრივი ცენტრი;

34) წნორის საზოგადოებრივი ცენტრი;

35) ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრი;

36) ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრი;

37) ხევის საზოგადოებრივი ცენტრი;

38) ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი;

39) ხრეითის საზოგადოებრივი ცენტრი;

40) ხულოს საზოგადოებრივი ცენტრი;

41) ჯგალის საზოგადოებრივი ცენტი;

42) ჯვარის საზოგადოებრივი ცენტრი.

 4. მე-7 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უზრუნველყოფს სამსახურების, ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინირებულ საქმიანობას;“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი

„21. საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახურის უფროსი ასევე ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ცენტრებს და პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციების შესრულებაზე და მათი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„თ) იუსტიციის სახლის სხვა სამსახურებთან, ფილიალებთან და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;“.

6. მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სხვადასხვა სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულების სერვისების იუსტიციის სახლში დანერგვის უზრუნველყოფა;“.

7. მე-10 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფილიალებიდან, საზოგადოებრივი ცენტრებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრისთვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება;“.

8. მე-14 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, იუსტიციის სახლის ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იუსტიციის სახლის სამსახურების, ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საჭირო ნივთებით მომარაგება;“;

9. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 1 მუხლი:

მუხლი 151. საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახური

საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზოგადოებრივი ცენტრების ხელმძღვანელობა და მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებს, ფილიალებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ბ) იმ დასახლებებში, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი სტანდარტის სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) იმ დასახლებებში მცხოვრებთათვის, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებით სამართლებრივი, პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელთათვის საზოგადოებრივი ცენტრის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი;

ე) საზოგადოებრივ ცენტრებში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ამის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება;

ვ) საზოგადოებრივი ცენტრების განვითარებისა და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

თ) ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში საზოგადოებრივი ცენტრების ჩართულობის კოორდინაცია;

ი) ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა იუსტიციის სახლის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად.“.

10. 16 1 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურების, ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება;“;

ბ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სამსახურების, ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების დროული ინფორმირება;

უ) ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრისა და სატელეფონო ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება;“;

გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სამსახურების ორგანიზაციული მხარდაჭერა.“.

11. 16 2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის სახლის სამსახურების, ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;“.

12. დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფილიალს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“.

13. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 1 - 26 3 მუხლები:

მუხლი 261. საზოგადოებრივი ცენტრების ორგანიზაციული მოწყობა   

1. საზოგადოებრივ ცენტრებში (გარდა გლდანის საზოგადოებრივი ცენტრისა) მომხმარებლების მომსახურება ხორციელდება უფროსი სპეციალისტებისა და სპეციალისტების მეშვეობით.

2. საზოგადოებრივი ცენტრი ექვემდებარება საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახურის უფროსს.

მუხლი 262. გლდანის საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზაციული მოწყობა და ხელმძღვანელობა

1. გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებლების მომსახურებას ახორციელებს  საკონსულტაციო სივრცის, სწრაფი მომსახურების სივრცის/სივრცეების და ხანგრძლივი მომსახურების სივრცის/სივრცეების მეშვეობით.

2. საკონსულტაციო სივრცეში შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და მისი შესაბამის სივრცეში გადამისამართება.

3. საკონსულტაციო სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სივრცის კონსულტანტების მეშვეობით.

4. სწრაფი მომსახურების სივრცეში ხორციელდება მომხმარებლებისთვის მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა. აღმასრულებელი დირექტორის ან საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერის გადაწყვეტილებით, სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად, სწრაფი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული სახის განაცხადების მიღებაც.

5. სწრაფი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სპეციალისტების მიერ. სწრაფი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.

6. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში ხორციელდება უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება, რეგისტრაცია და არსებულ სერვისებზე მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა. აღმასრულებელი დირექტორის ან საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ცენტრში სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა.

7. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება უფროსი სპეციალისტების მიერ. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.

8. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

9. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრის მენეჯერი პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციების შესრულებაზე და საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

10. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრის მენეჯერი ექვემდებარება საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახურის უფროსს.

11. გლდანის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ბ) საზოგადოებრივი ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) საზოგადოებრივ ცენტრში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება;

დ) საზოგადოებრივ ცენტრში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;

ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 263. საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციები

საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებია:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია;

ბ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია;

გ) მიღებული განცხადებისა და კორესპონდენციის შესაბამისი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით;

დ) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაცემა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;

ვ) მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და საზოგადოებრივ ცენტრში არსებულ ბიბლიოთეკაზე;

ზ) სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის საზოგადოებრივი ცენტრით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

თ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების, მითითებებისა და დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
1. პირები, რომლებიც 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებულნი არიან საზოგადოებრივ ცენტრებში, სსიპ - იუსტიციის სახლში მათი გადანიშვნა შესაძლებელია განხორციელდეს, მენეჯერ-ოპერატორისა და ოპერატორის თანამდებობაზე.

2. მენეჯერ-ოპერატორის თანამდებობა უთანაბრდება ამ დებულებით გათვალისწინებულ უფროსი სპეციალისტის თანამდებობას, ხოლო ოპერატორის თანამდებობა - სპეციალისტის თანამდებობას.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ჰ36“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ჰ36“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 13 იანვრიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე