დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/625 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.024.016617 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2019 - 30/10/2024)
|
სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №4). |
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. სააგენტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო; მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი/პირები. მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომელიც ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (შემდგომში – ოქმი). 2. ოქმის ფორმების მომარაგებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად. 3. ოქმის ფორმების შეკვეთას სააგენტო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 4. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 5. სააგენტოდან ოქმების გაცემა შესაბამის უფლებამოსილ პირებზე ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ოქმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) (შემდგომში – ოქმების აღრიცხვის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს სააგენტოს ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი), მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 6. ოქმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან). 7. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 8. ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ორიგინალი და ორი ასლი) თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2). 10. ოქმი ივსება მუქი ფერის კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, უბრუნებს ოქმის ფორმის გამცემს. 11. ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. 12. ოქმს ხელს აწერენ: სააგენტოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 13. ოქმის პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად იგზავნება სასამართლოში, ერთი ეგზეპლარი (ასლი) – გადაეცემა სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ოქმზე ხელისმოწერით ადასტურებს მის მიღებას, ხოლო ერთი ეგზეპლარი (ასლი) რჩება სააგენტოში. 15. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს იტყვის ოქმის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შემდეგაც ოქმი ითვლება ჩაბარებულად. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი შენიშვნები და განმარტებები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები. 16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ოქმის შემდგენელმა პირმა განახორციელოს შესაბამისი ნივთების ან/და დოკუმენტების დალუქვა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ოქმში. 17. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში და რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. მუხლი 5. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი 1. სააგენტო ოქმების აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის. 2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს უფროსის/მოადგილის ხელმოწერით და სააგენტოს ბეჭდით. 3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით. 4. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო მე-20 გრაფაში – „შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, (მაგალითად – შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი). 5. დასაშვებია ოქმების აღრიცხვა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ. 6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ოქმების აღრიცხვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ოქმების აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას. 7. კალენდარული წლის ბოლოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ოქმის რეგისტრაციის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული ოქმების საერთო რაოდენობის შესახებ. 8. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს. 9. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ოქმების აღრიცხვის ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა. 10. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. სააგენტოში ოქმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები/პირი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს თანდართული ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
ოქმი №XXXX ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
_________________________ ____________________ (ოქმის შედგენის ადგილი) (თარიღი) ოქმის შემდგენელი: ______________________________________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (პირის სახელი, გვარი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი/ ________________________________________________________________________________________ იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, ________________________________________________________________________________________ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)
გამოვავლინე, რომ (დარღვევის აღწერა ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლების, პუნქტების მითითებით) ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________
დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: _____________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ დაილუქა შემდეგი ნივთები და დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დასახელება
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა __________________________________________________ სამართალდამრღვევი ____________________________________________________________________ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)
ოქმის ერთი პირი მივიღე ___________________________________________________________ (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი.
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
გაგრძელება
გაგრძელება
დანართი №4
ქ. თბილისი „-------“ „--------------------“ 202---წ.
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ფორმების ჩამოწერის სისწორეს.
სააგენტოს უფროსი /--------------------------------/
ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი /-------------------------/
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები