დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.168.016305 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2019 - 24/03/2020)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.168.016283). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 8930.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7811.7 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 145.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 516.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 6.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 7.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 512.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 969.6 ათასი ლარით; |
ბ)
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება 457.3 ათასი ლარით. |
მუხლი 8.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 156,1 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 156.1 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განისაზღვროს სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 145.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56.6 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 106.4 ათასი ლარი. |
თავი II
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 12.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
თავი III
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების
მოსალოდნელი შედეგი და ინდიკატორები |
მუხლი 13.
თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) |
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება (პროგრამული კოდი 02 03):
დ) შედეგების შეფასების ინდიკატორები: საქართველოს სამხედრო ძალებში ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით შევსების მაღალი მაჩვენებელი, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული თვითშეგნების დონის ამაღლება. |
მუხლი 14.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ასიგნებები 2,041.6 ათასი ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამავდროულად აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტების ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მისი იერსახის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ღონისძიებები. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
|
1.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) :
ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 00) : ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული უკვე რეაბილიტირებული გზების მოვლა შენახვა, კვლავ გაგრძელდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, მოასფალტება, დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია; ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა; ა.დ) შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული და ახალი გზების ზრდა, გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და ტურისტების რაოდენობა. ბ) მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 00) :
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მგზავრთა გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა
|
2.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) :
ბ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) :
გ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) :
გ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 00) : გ.ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის ზრდა. |
3.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) :
ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა; ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა, შადრევნების, დასასვენებელი პარკების, სკვერებისა და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობა
დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები: მოწესრიგებული შადრევნები, მოვლილი გამწვანება სკვერებსა თუ სხვადასხვა რეკრეაციულ ზონებში, რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა. |
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის განათლების ასიგნებები 1,971.6 ათასი ლარის ოდენობით. |
1.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“
(პროგრამული კოდი 04 01) :
ა) მიზანი: საბავშვო ბაღების ფონქციონერებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, სკოლამდელი განათლების ღიაობა და ხელმისაწვდომობა, მუნიციპალიტეტის ბაღებში სრულფასოვანი გარემოს ჩამოყალიბება;
დ) შეფასების ინდიკატორი: სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღების რაოდენობა; აღსაზრდელთა რაოდენობა. |
2.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე დაწესებულების-მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“ (პროგრამული კოდი 04 03) :
ა) მიზანი: თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისათვის განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის მიერ საკუთარი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა, მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბარ კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა; ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებად სხვადასხვა წრეებში გაერთიანებული მოსწავლისათვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების ხელფასების დაფინანსება და ხელშეწყობა; გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გამოვლინდებიან ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები, მოსწავლეების მოტივაციის დონის ამაღლება; დ) შეფასების ინდიკატორი: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა. |
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ აუცილებელია როგორც სპორტული, ასევე კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა - რეაბილიტაცია, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასა და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებასა და ღირსეულ გაგრძელებას.
|
1.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანება“
(პროგრამული კოდი 05 02 02 00) : დ) შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა, სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა. |
2.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრი“
(პროგრამული კოდი 05 02 01 00) : დ) შეფასების ინდიკატორი: ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, მუზეუმებში ვიზიტორთა, მოწყობილი გამოფენებისა და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა. |
3.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 02 00) :
ა) მიზანი: განსაკუთრებული წარმატებების მქონე მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება; ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კომპლექსური სასპორტო სკოლის 400 მოსწავლის შესაბამისი განათლების მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას, სხვადასხვა სპორტული სექციების და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტსმენებისთვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების განხორციელებას; გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; დ) შეფასების ინდიკატორი: წარმატებულ სპორტსმენთა რაოდენობა. |
4.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“
(პროგრამული კოდი 05 02 01 00) : დ) შეფასების ინდიკატორი: ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი და მუნიციპალიტეტის ხელოვანთა მიღწევები. |
5.
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) : ა) მიზანი: ახალგაზრდა თაობაში შრომის, მართვის უნარ - ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა; ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრენინგ-სემინარები, ფორუმები, სესიები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა), შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, ფესტივალები, სპექტაკლები და სხვა), ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობების კვირეული, სეზონურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში შეღავათების დაწესება და სხვა); გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალ დონეზე განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობების ზრდა, ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში; დ) შეფასების ინდიკატორი: ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა, წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდობა. |
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 00) |
1.
ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
ა)ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი" (პროგრამული კოდი 06 01 02) :
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება;
ა.დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდეობა. |
2.
სოციალური პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) დ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) :
დ.ა) მიზანი: გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეებისა და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახებისათვის დახმარება, თანაგრძნობის გამოხატვა და პატივის მიგება; ე.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები; ე.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ახალდაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. ვ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტთა დაფინანსება 06 02 06 ვ.ა) მიზანი: აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებისთვის განათლების მიღება; ვ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის გადასახდის 50% არაუმეტეს 1125 ლარისა. ვ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ზ) შეფასების ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა. |
დოკუმენტის კომენტარები