„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016119
141
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
130000000.63.075.016119
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №141

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016009) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. III მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

III მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) კორუფციული, სამოხელეო დანაშაულის, სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ, ასევე საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;

ბ) სააგენტოს კომპეტენციიდან გამომდინარე, ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, ოპერატიული საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრას, ანალიზსა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მოხსენებას; აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის, ასევე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი ოპერატიული და საინფორმაციო ბაზების შექმნას, მართვასა და სისტემურ განახლებას, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და რეგიონალური სამმართველოების მიერ განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;

გ) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, კორუფციის რისკების ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას, კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობას, კორუფციის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საკანონმდებლო ჩარჩოს ანტიკორუფციულ ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას, კორუფციის საკითხებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას, სააგენტოს სისხლის სამართლის საქმეების საგამოძიებო სტატისტიკის წარმოებასა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი